ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, – პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით.
არ მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რით გავს ენა მდინარეს? იმითი, რომ რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნულად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობას იმ ჟამით ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგეუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს.
აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია.
აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა.
ახალთაობის წესიერად აღზრდისათვის საჭიროა დედაენაზე სწავლება, დრომდის მაინც აუცილებლად, სამშობლოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა.
ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის, როგორც ბავშვის სულის მცოდნის, შეხედულებებს ბავშვებსა და სწავლა-აღზდაზე. გარდა იმისა, რომ ვაჟამ საბავშვო ლიტერატურა...
ცნობილია, რომ ვაჟამ, მთის შვილმა და მითური სამყაროს შესანიშნავმა მცოდნემ, თავის მხატვრულ ნააზრევში უძველესი მითური წარმოდგენების ინტერპრეტაციის თვალსაჩინო ნიმუშები დაგვიტოვა....
ზეპირსიტყვიერება და, განსაკუთრებით მშობლიური ფშაური ფოლკლორი, ულევ მასალას აძლევდა ვაჟა-ფშაველას თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებისათვის. ბევრი რამ დაკარგულია და შეიძლება მხოლოდ ვარაუდების...
არც ერთ ნაწარმოებს არ გამოუწვევია ჩვენს ლიტერატურულ წრეებში აზრთა ისეთი სხვადასხვაობა, როგორიც „გველის მჭამელს“. დღემდე არ მომხდარა ამ პოემის საფუძვლიანი...
ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველას ჩვენი ვაჟა-ფშაველა გვყავს: საოცარი ზნეობრიობის, ადამიანურობის, ეროვნულობის მატარებელი გენიოსიც და ჩვეულებრივი კაციც, როგორც ქრისტე, თავისი განუმეორებელი...
ალუდა ქეთელაურით ვაჟას მეტად რთული და ძნელად მისაღწევი მიზანი დაუსახავს - პოემაში ნაჩვენებია პიროვნების მეტამორფოზა. თუ გავიხსენებთ, რომ მწერლობის უმნიშვნელოვანეს...
ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე