ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
ვაჟა-ფშაველა
პროექტის შესახებ
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი
ვაჟა-ფშაველა
ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა

ამას ვამჩნევ

ფიქრისა და მსჯელობისას სხვას მაინც მიჰბაძონ, თუ შინაარსით არა, გარეგნობით მაინც, რომ უცხო კაცი დაესწროს...

საკითხავი დრო: 1 წუთი
Share on FacebookShare on TelegramShare on WhatsappShare via Email

ფიქრისა და მსჯელობისას სხვას მაინც მიჰბაძონ, თუ შინაარსით არა, გარეგნობით მაინც, რომ უცხო კაცი დაესწროს, ის არა თქვას: ე, რა ღმერთი გამიწყრა, რა ველურს ხალხში მოვემწყვდიეო. აგერ, შორს რად გვინდა წასვლა, შევხედოთ ინგლისელებს. დავუკვირდეთ გლადსტონს და ირლანდიის შესახებ მის აზრის მოწინააღმდეგეთ, როგორ ეპყრობიან, რა კილოთი საუბრობენ, რა საზომი და სასწორი უჭირავთ ხელში. „მართალია, ამა და ამ აზრში მოტყუებულა გლადსტონი, მაგრამ მაინც დიდებული კაციაო, მაინც დიდებაა ინგლისისაო.“

აბა, კაი ბიჭი ხარ და ქართველ კაცს გააბედინებ, ათქმეინებ თავის მოწინააღმდეგის შესახებ, რომ თუმცა ერთსა სტყუი, მაგრამ ეს ერთი რამ კი სიმართლე სთქვიო. რაკი მოწინააღმდეგე ხარ, სრულიად, თავით ბოლომდე, მტყუანი ხარ, მართლის თქმა, მართლის ქმნა არ ძალგიძსო. ამას ვამჩნევ მე და გული მტკივა. ამ ტკივილმა იმატა, რომ თავსაც მატკიებს. ამგვარი საქციელი, ამისთანა ერთი მეორესთან დამოკიდებულება, ჩემს თავში ვერა თავსდება, გონებას მიძრწუნებს. შენ რას იტყვი, აღარ ვიცი!

რედაქტორი გირჩევთ

შავ-ბნელი ამნები
პუბლიცისტიკა

შავ-ბნელი ამნები

ივლისი 25, 2020
ბიუროკრატის ჩივილი
პუბლიცისტიკა

ბიუროკრატის ჩივილი

ივლისი 25, 2020
ამას ვამჩნევ
პუბლიცისტიკა

ფიქრები

ივნისი 28, 2020
ფიქრები
პუბლიცისტიკა

ფიქრები

ივნისი 28, 2020
ანდერძი
პუბლიცისტიკა

ენა

ივნისი 28, 2020
PRO DOMO SUA
პუბლიცისტიკა

PRO DOMO SUA

ივნისი 28, 2020

გამოხმაურება

vajapshavela.ge

  • პროექტის შესახებ
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე

ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე