ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
ვაჟა-ფშაველა
პროექტის შესახებ
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი
ვაჟა-ფშაველა
ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა

ანნა-ბულბული

საკითხავი დრო: 1 წუთი
Share on FacebookShare on TelegramShare on WhatsappShare via Email
გვერდების არჩევა

1. პირველი ნაწილი

  • 1. პირველი ნაწილი
  • 2. მეორე ნაწილი
  • 3. მესამე ნაწილი

მაისი არის, იქუხა,
წვიმამ დაიწყო მოდენა;
წვეთები ცვივა კამკამით,
ალმასის თვალის ოდენა,
მწვანე ბალახი და ჩირთი
წმიდი ცრემლითა დანამა.
ცხვრები გარეკა ტყის პირად
ობოლმა ქალმა ანნამა.
ჩამოჯდა ველის პირადა
ძველ-კაბიანი გოგონა,
დაფიქრდა თავის ბედზედა,
ობლობა წამოიგონა.
ატირდა… ცრემლი ჩამოსდის
სახე-დატანჯულს ანნასა,
აღელვებს მინდვრის ნიავი
ყელ-მოღერებულ ყანასა.
სტირის, ბუჩქის ძირს მიმჯდარი,
შესტირის ტურფას იასა:
– იავ, რას მეტყვი, ლამაზო,
უმშობლოს, უძმოს, ტიალსა!
სხვის თვალ-წარბ შემაცქერელსა,
თვალზე ცრემლ-შეუშრობელსა?
ვერსად ვიშოვი, ნეტავი,
მეც, როგორც სხვებს ჰყავს, მშობელსა?
იავ, სადა გყავს შენ დედა,
სად გყავს გულ-შემატკივარი?
– მეც ობოლი ვარ, მკერდს მილბობს
ცრემლები ჩამომდინარი.
– სულ მხიარული რადა ხარ,
მუდამ ახალის კაბითა?
რად მატყუილებ, ლამაზო,
გულის სალბუნის ამბითა?!.
მე ვარ, მარტო მე, ობოლი,
სხვა არა ჩნდება არსითა.
იამ ვერ გასცა პასუხი,
ჭმუნვის დააჩნდა ხაზია,
ბრალად შეჰხედა ობოლსა,
ცრემლი ჩამოსხლტა ნაზია.
პეპელამ ცრემლი შესუტა,
გახარებულმა გასწია…

გვერდების არჩევა

1. პირველი ნაწილი

  • 1. პირველი ნაწილი
  • 2. მეორე ნაწილი
  • 3. მესამე ნაწილი
გვერდი 1 სულ 3
წინა გვერდი 123 შემდეგი გვერდი

რედაქტორი გირჩევთ

გალაშქრება ლაშარის-ჯვრისა დროშით
პოეზია

გალაშქრება ლაშარის-ჯვრისა დროშით

ივლისი 26, 2020
გაზაფხულს ია ამოდის
პოეზია

გაზაფხულს ია ამოდის

ივლისი 26, 2020
ორი ქალის სახე ვაჟა-ფშაველას პოემებიდან
პოეზია

გაზაფხული

ივლისი 26, 2020
ბუნების გლოვა
პოეზია

ბუნების გლოვა

ივლისი 26, 2020
სტუმარ-მასპინძელი
პოეზია

ბერიკაული

ივლისი 26, 2020
ბაკური
პოეზია

ბაკური

ივლისი 26, 2020

გამოხმაურება

vajapshavela.ge

  • პროექტის შესახებ
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე

ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე