დრამატურგია

ვაჟა-ფშაველას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ დრამატურგიაში. მის პიესებს შორის („სცენა მთაში“, „სცენები“, „ტყის კომედია“, „ნაკვესები“) გამოირჩევა დრამა „მოკვეთილი“, რომელიც 1894 წელს დაიწერა და შემდგომში ქართულ სცენაზე მრავალჯერ დაიდგა. ასევე, გადაღებულია სატელევიზიო მხატვრული ფილმი (1992).

ალექსანდრე ყაზბეგს

სცენა მთაში

განთიადია. აქა-იქ როჭუებმა დაიწყეს კაკანი. შორიდამ, მთის პირიდამ, მოდის შურთხის სტვენა. ნამი უხვად დაღყრია ბალახს; დაანმულს ბალახზედ საამურად ისმის სტვენა...