ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
ვაჟა-ფშაველა
პროექტის შესახებ
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი
ვაჟა-ფშაველა
ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა

ფიქრები, მოგონება და ოცნება

ადეგ, შე მუდრეგო, თუ გძინავს, გაიღვიძე, თუ გღვიძავს, დაიძინე, ერთი რამა ქმენი, აბა რას უდგეხარ ეგრე ოხრად ტიალად?

საკითხავი დრო: 1 წუთი
Share on FacebookShare on TelegramShare on WhatsappShare via Email

კაციც ბევრშია გასამტყუნარი. იქამდის მამაცია, დაფიქრდება და იტყვის: ერთხელაც იქნება მოვკვდებიო, მაგრამ იმდენად მხნე და გონიერია, არა გიჟდება. ამ ფიქრს ინელებს ადვილად, აღარა ფიქრობს ბევრს და იმავ წამს თავს არ იკლავს. მეტიჩარა არ არის; მონელება უნდა. აკვანი და კუბო ტყუპნი არიან; ვიბადებით, აკვანში გვაწვენენ და გვარწებენ.

ვიხოცებით – კუბოში გვასვენებენ და სამარისკენ ქანაობით მიგვათრევენ. ერთმა ქვამ, დიდმა ლოდმა, გამიჭირა საქმე; ჭალაში გდია სწორედ გზის თავში. რაც გავჩნდი მას აქეთ სულ ერთ ადგილას არის წამოყუნთებული კალმიკების ღმერთივით, ზედ ხავსი მწვანედ გადაჰკრია და მხოლოდ ერთი წვეტი ცხვირიღა გამოჰშვირს ხავსით დაუფარავი. ვეღარაფერმა დაძრა ის მუდრეგი იმ ადგილიდამ, აღარც ღვარი ხვდება, აღარც ზვავი, სწორედ გულის გამასიებელია და მე კი გული გამისივა; ვეღარ მოვითმინე და მივედი ამ ქვასთან ახლო, – ვუცქერი, თითქოს საგანია, სიგრძეცა აქვს, სისქეც, სიმძიმე ათასის კაცის ტოლა, – მივედი ახლო მაინც, წარბს არ იხრის და ბრაზმორეულმა ჯოხი დავუშინე: ადეგ, შე მუდრეგო, თუ გძინავს, გაიღვიძე, თუ გღვიძავს, დაიძინე, ერთი რამა ქმენი, აბა რას უდგეხარ ეგრე ოხრად ტიალად? რასა ჰგავს შენი ყოფნა? ვაცქერდები, თითქოს დამცინის და მეუბნება: „შენ მოჰკვდები, მე კი ისევ ესრე ვიქნები აქ დარბაისლურად წამომჯდარი და გამვლელ-გამომვლელი მნახავს, მზე გამათბობს, ცის ნამი დამნამავსო!“

ჰაი, ბეჩავო ბეჩავო, არც ერთი არ არის შენთვის! ეს მხოლოდ ჩემი ოცნებაა, მაინც მკვდარი ხარ, მაინც შენ ვერაფერსა ჰგრძნობ და კიდეც ეგ მიკლავს გულსა, მხოლოდ კი ხარ, არსებობ და განა მე კი არ ვიქნები მკვდარი? მაგრამ დღეს რომ ცოცხალი ვარ, – ეს მეტი მადლია ჩემთვის ღვთისგან მონიჭებული და ვცდილობ, სიცოცხლე რამეში გამოვიყენო. ვფიქრობ, ვგრძნობ, მიყვარს მძულს და კაცი მქვიან, დიაღ, კაცი საუკეთესო ბუნების წევრი ვარ, – ალბათ სიცოცხლესთან სიკვდილიც ერთი მადლია, ერთი მშვენიერებათაგანი, დამამძიმებელი, ამაღლებული ჩემი კაცობისა.

კაცმა იცოცხლოს მანამ, სანამ ავს რასმე იქმოდეს, თუ არა და წინად სიკვდილი ურჩევნავ, კეთილი ხსოვნა და მოგონება მაინც დაგვრჩება იმისა და საუკეთესო ნაწილი კაცობრიობისა ხომ იმისთვის იკლავს თავს და იღწვის, რომ სიკვდილის შემდეგ კეთილი სახელი დასტოვოს ქვეყანაზე. პოეტს ნიჭი მანამ შესწევს, უფლება აქვს იპოეტოს, განამტკიცოს კაცთა შორის მაღალი აზრი, მაღალი გრძნობა, წყლულიანი გული გაგვიმთელოს და, როცა საჭიროა, მთელი გული გაგვიწყლულიანოს და უკეთუ თავის თავს ატყობს, რომ ძალ-ღონე ელევა, სჯობს, დასტოვოს საზოგადოება და გაიხიზნოს სადმე უდაბნოში, რადგან იგი მკვდარია მაშინ ცოცხლებში გამორეული, – ისეთი მკვდარი, რომელსაც თუმცა სული კიდევ უდგა, მაგრამ ეს სული ჰკლავს კიდეც იმას და სიცოცხლეს უმწარებს. გულსაკლავია, ძნელი ასატანი და მოსათმენია მტრის ჯარიდამ გამოსული მხედარი მოპირდაპირეს თხოვდეს და შენის ქვეყნის ლაშქარში კი დალეულიყოს მამაცი და შენნი თანამოძმენი შერცხვენილნი თავდაკიდებით უცდიდენ ციდამ მოვლენილს ვაჟკაცს, იმათში კი გადაწყვეტილიყოს…

რედაქტორი გირჩევთ

შავ-ბნელი ამნები
პუბლიცისტიკა

შავ-ბნელი ამნები

ივლისი 25, 2020
ბიუროკრატის ჩივილი
პუბლიცისტიკა

ბიუროკრატის ჩივილი

ივლისი 25, 2020
ამას ვამჩნევ
პუბლიცისტიკა

ფიქრები

ივნისი 28, 2020
ფიქრები
პუბლიცისტიკა

ფიქრები

ივნისი 28, 2020
ანდერძი
პუბლიცისტიკა

ენა

ივნისი 28, 2020
PRO DOMO SUA
პუბლიცისტიკა

PRO DOMO SUA

ივნისი 28, 2020

გამოხმაურება

vajapshavela.ge

  • პროექტის შესახებ
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე

ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე