ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
ვაჟა-ფშაველა
პროექტის შესახებ
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი
ვაჟა-ფშაველა
ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა

სტუმარ-მასპინძელი

ღამის წყვდიადში ჩაფლული, გამტკნარებულის სახითა, მოსჩანს ქისტეთის მიდამო სალის კლდეების ტახტითა...

საკითხავი დრო: 6 წუთი
Share on FacebookShare on TelegramShare on WhatsappShare via Email

ვაჟა-ფშაველა · სტუმარ-მასპინძელი
გვერდების არჩევა

1. პირველი ნაწილი

  • 1. პირველი ნაწილი
  • 2. მეორე ნაწილი
  • 3. მესამე ნაწილი
  • 4. მეოთხე ნაწილი
  • 5. მეხუთე ნაწილი
  • 6. მეექვსე ნაწილი
  • 7. მეშვიდე ნაწილი
  • 8. მერვე ნაწილი
  • 9. მეცხრე ნაწილი
  • 10. მეათე ნაწილი
  • 11. მეთერთმეტე ნაწილი
  • 12. მეთორმეტე ნაწილი
  • 13. მეცამეტე ნაწილი
  • 14. მეთოთხმეტე ნაწილი
  • 15. მეთხუთმეტე ნაწილი

ღამის წყვდიადში ჩაფლული,
გამტკნარებულის სახითა,
მოსჩანს ქისტეთის მიდამო
სალის კლდეების ტახტითა.
ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე,
გულამღვრეული ჯავრითა.
გადმოხრილიყვნენ მთანიცა,
ხელ-პირს იბანდენ წყალზედა;
ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა;
ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,
კაცი რამ მოდის გზაზედა.
გზას ვამბობ, თორემ რა გზაა.
ვიწრო ბილიკი კლდეზედა?
სავალად მეტად ძნელია,
ფეხს ძლივს აცილებს ფეხზედა.
გაღმა სჩანს ქისტის სოფელი
არწივის ბუდესავითა, –
საამო არის საცქერლად
დიაცის უბესავითა.
სოფლის თავს სძინავს შავს ნისლსა
დაფიქრებულის სახითა.
ყურს უგდებს არე-მარესა,
გულ-ლაღობს სანახავითა.
სტუმარი ცოტა ხანისა
ხვალ სხვაგან წავა აქითა.
წავა, გადივლის გორებსა,
ქედებსა ყინულიანსა;
აბნელებს, უხილავად ჰქმნის
ქვეყანას ხილულიანსა.
თუ მონადირეს ატირებს,
გზა-დაკარგულსა კლდეშია,
ალაღებს მგელსა და ქურდსა,
მოარულთ სიბნელეშია.

გვერდების არჩევა

1. პირველი ნაწილი

  • 1. პირველი ნაწილი
  • 2. მეორე ნაწილი
  • 3. მესამე ნაწილი
  • 4. მეოთხე ნაწილი
  • 5. მეხუთე ნაწილი
  • 6. მეექვსე ნაწილი
  • 7. მეშვიდე ნაწილი
  • 8. მერვე ნაწილი
  • 9. მეცხრე ნაწილი
  • 10. მეათე ნაწილი
  • 11. მეთერთმეტე ნაწილი
  • 12. მეთორმეტე ნაწილი
  • 13. მეცამეტე ნაწილი
  • 14. მეთოთხმეტე ნაწილი
  • 15. მეთხუთმეტე ნაწილი
გვერდი 1 სულ 15
წინა გვერდი 123456789101112131415 შემდეგი გვერდი

რედაქტორი გირჩევთ

ალუდა ქეთელაური
პოემები

ალუდა ქეთელაური

ივლისი 25, 2020
გველის მჭამელი
პოემები

გველის მჭამელი

ივლისი 25, 2020
ბახტრიონი
პოემები

ბახტრიონი

ივლისი 25, 2020

გამოხმაურება

vajapshavela.ge

  • პროექტის შესახებ
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე

ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე