ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
ვაჟა-ფშაველა
პროექტის შესახებ
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი
ვაჟა-ფშაველა
ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა

ტირანი და გენიოსი – სტალინი და ვაჟა-ფშაველა

1950-იანი წლების საქართველოში ერთი უცნაური ამბავი მოხდა, რომელიც ვაჟა-ფშაველას, სტალინს, კანდიდ ჩარკვიანს და გერონტი ქიქოძეს უკავშირდება

საკითხავი დრო: 1 წუთი
Share on FacebookShare on TelegramShare on WhatsappShare via Email

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Odi et amo („მძულს და მიყვარს“) გთავაზობთ საუბარს სტალინის დამოკიდებულებაზე დიდი ქართველი გენიოსის, ვაჟა-ფშაველასადმი. 1950-იანი წლების საქართველოში ერთი უცნაური ამბავი მოხდა, რომელიც ვაჟა-ფშაველას, სტალინს, კანდიდ ჩარკვიანს და გერონტი ქიქოძეს უკავშირდება; ეს იყო ისტორია, რომელმაც შეძრა იმ პერიოდის საქართველო. ეს ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო, ურთულესი მოსახვევი, როდესაც საქართველოს მოუწია იმის აღიარება, რომ ბელადის გემოვნება გადამწყვეტია ბევრ საკითხში, მათ შორის, ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი ვაჟა-ფშაველასთან მიმართებაში.

კანდიდ ჩარკვიანის წიგნში – „სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“, ვკითხულობთ: „1950 წლის ოქტომბერში სტალინთან, ცივ წყაროზე, ლაპარაკი ჩამოვარდა ქართული ლიტერატურის შესახებ. შევეხეთ ვაჟა-ფშაველასაც, რომლის პოეზიას მე ძალიან მაღალი შეფასება მივეცი. სტალინს თავისი აზრი ვაჟაზე მაშინ არ გამოუთქვამს. მან მხოლოდ ის მთხოვა, რომ მისთვის ვაჟა-ფშაველას თხზულებები გამეგზავნა. სამი დღის შემდეგ ვაჟას ოთხ თუ ხუთტომიანი გამოცემა სტალინის მაგიდაზე იდო.“

როგორც გაირკვა, ვაჟას თხზულებების გაგზავნით, კანდიდ ჩარკვიანმა დაღუპა ვაჟა-ფშაველაც, საკუთარი თავიც და გერონტი ქიქოძეც, რომლის წინასიტყვაობაც ახლდა ამ გამოცემას… „გავიდა თითქმის თვე-ნახევარი და 1950 წლის 30 ნოემბერს, გვიან ღამით, სტალინმა გაგრიდან დამირეკა. შედგა საკმაოდ გრძელი საუბარი ვაჟას პოეზიისა და მსოფლმხედველობის შესახებ…“

საუბრის დროს, სტალინმა ხაზგასმით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდ ჩარკვიანს ვაჟა გენიოსად მიაჩნდა, სტალინი ფიქრობდა, რომ ის გენიოსი არა, მაგრამ დიდი ტალანტი იყო, ჩამორჩენილი მსოფლმხედველობით.

რატომ ფიქრობდა სტალინი, რომ ვაჟა არც ერთ მასშტაბურ პრობლემას არ სვამს და ფშავლების, ხევსურებისა და ქისტებს უმნიშვნელო დაპირისპირებების გარდა, არაფერს აღწერს; საქართველოს არც ეკონომიკურ და არც კულტურ განვითარებას არ ამჩნევს; ასეთი საკითხები მის ყურადღებას არ იქცევს; ვაჟა-ფშაველას ენა – პროვინციულია, არაპოეტური. აკაკი წერეთელი, რა თქმა უნდა, მართალი იყო, როცა მას ენას უწუნებდა — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

რედაქტორი გირჩევთ

საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველა, როგორც პუბლიცისტი
ვიდეო-არქივი

საჯარო ვიდეო ლექცია – ვაჟა-ფშაველა, როგორც პუბლიცისტი

დეკემბერი 7, 2019
ვაჟა-ფშაველა - "ალუდა ქეთელაური" ("მადლი რქათ ადგა ღვთისაო...")
ვიდეო-არქივი

ვიდეო ლექცია: ვაჟა-ფშაველას პოეზია თენგიზ აბულაძის კინოში

დეკემბერი 7, 2019
საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველა, როგორც პუბლიცისტი
ვიდეო-არქივი

ინტერპრეტაცია: თემა – ვაჟა-ფშაველა

დეკემბერი 7, 2019
ალუდა ქეთელაური
ვიდეო-არქივი

საუბრები: ვაჟა-ფშაველას პოემა “ალუდა ქეთელაური”

დეკემბერი 7, 2019
საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველა, როგორც პუბლიცისტი
ვიდეო-არქივი

ვიდეო ლექცია – “პიროვნების დაბადება ვაჟას შემოქმედებაში”

დეკემბერი 7, 2019
ბიუროკრატის ჩივილი
ვიდეო-არქივი

ვიდეო ლექცია: ლევან გიგინეიშვილი ვაჟა-ფშაველას პუბლიკაციებზე

დეკემბერი 7, 2019

vajapshavela.ge

  • პროექტის შესახებ
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე

ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე